Yam იამის მალამო
4
Yam იამის მალამო ანტიმიკრობული საშუალება, ფუნგიციდურ-ექტოპარაზიტული პრეპარატი
გამოიყენება ცხოველთა კანის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ: ეგზემა, დერმატიტი, ტრიქოფიტია და კანის სხვა დაავადებები.
გამოყენების წინ მალამოს გულდასმით ურევენ, რადგან დიდხანს შენახვის დროს შეიძლება პრეპარატში შემავალი კომპონენტები ფენებად განლაგდნენ. წასმა ხდება დაზიანებულ უბანზე თხელ ფენად და 2-4 სმ მის ირგვლივ. დაზიანებულ კერას ამუშავებენ დღეში 1-2 ჯერ, თუ 4-5 დღეში ქერცლი არ მოცილდა მკურნალობა გრძელდება 7-10 დღე, შემდეგ შეიმჩნევა დაზიანებული უბნის განთავისუფლება და ბალანის წამოზრდა. 10 დღის შემდეგ აუცილებელია დაზიანებული კანის მიკროსკოპული კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობას იმეორებენ.
- ფასი
- 4
- პროდუქტის კოდი
- CACIFIBRPE2
- ნანახია
- 5302
მსგავსი პროდუქტები
New Skin ახალი კანი - ანტისეპტიკური ანტიმიკრობული საშუალება
New Skin ახალი კანი - ანტისეპტიკური ანტიმიკრობული საშუალება გარეგანი გამოყენების ხსნარი ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული საშუალება
გამოიყებნება შემდეგ შემთხვევებში:
• ჭრილობები (მათ შორის ქირურგიული) დამწვრობა, წყლულები.
• ღია აბცესები.
• კანის და პირუს ღრუს ლორწოვანი გარსის დეზინფექცია.
• გინეკოლოგიური, ინფექციური და ანთებითი დაავადებები.
• ცხოველთა კიდურების დეზინფექცია.
• თურქული, ნეკრობაცილოზი.
• კასტრაციის წინა და შემდგომი მანიპულაციები.
პრეპარატის გამოყენებამდე დაზიანებულ ადგილს ასუფთავებენ ჭუჭყისგან და აცილებენ მკვდარ ქსოვილებს. აეროზოლიანი ფლაკონი გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. მექანიკური მიფრქვევა ხდება დღეში 2-ჯერ დაზიანებულ ადგილზე 1-2 წამით 10-20 სმ-ის დაშორებით. მიფრქვევის შემდეგ ცხოველს არ აძლევენ პრეპარატის ალოკვის საშუალებას 5 წუთის განმავლობაში. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია ჭრილობის სიმძიმეზე და მისი შეხორცების სიჩქარეზე.
13
Dindgel Antiseptic Ointment დინდგელის ანტისეპტიკური მალამო
Dindgel Antiseptic Ointment დინდგელის ანტისეპტიკური მალამო, ანთების საწინააღმდეგო საშუალება
გამოყენება - ღია ჭრილობები, დამწვრობები, ეგზემა, ვაგინიტები, მასტიტები, დერმატიტები, ბურსიტები, ნაწიბურები, ნახეთქები, ჩლიქების ჩირქოვან-ნეკროზული პროცესების, ასევე პოსტოპერაციულ პერიოდში ჭრილობების შეხორცება და რეგენერაცია.
მალამოს უსმევენ თხელ ფენად სუფთა თეთრ ქსოვილზე ან დოლბანდზე, რომელსაც შემდგომ დააფენენ სხეულის დაზიანებულ ადგილას, გადახვევებს და შეზელვას აწარმოებენ დღეში 2-3ჯერ გამოჯანმრთელებამდე.
მალამოს მსუბუქად შეაზელენ უშუალოდ დაზიანებულ კერას და მის გარშემო ქსოვილებს, ასევე საჭიროებისამებრ შეიძლება მისი ტამპონების გამოყენებაც.
4
Sultrim სულტრიმის აბები
Sultrim სულტრიმის აბები ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული საშუალება
სულტრიმის ტაბლეტები გამოიყენება ყველა სახის შინაური ცხოველების ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ
- ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;
- საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადება;
- შარდსასქესო ორგანოების ინფექციები;
- ვირუსული დაავადებების დროს მეორადი ინფექციები;
- კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები;
- რბილი ქსოვილების ინფექციები.
დოზირება: ერთი აბი 15 კგ სხეულის მასაზე 2ჯერ დღეში, 3-5 დღე.
მოცემულია ერთი აბის ფასი.
0.45